მასწავლებელთა ზამთრის კონკურსი/კონფერენცია კონფერენცია გაიმართა 2008-2009 წწ საქართველოს სასკოლო ფორუმის ფარგლებში 

მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოცხადდა მასწავლებელთა ზამთრის კონფერენცია/კონკურსი, რომელიც ორგანიზებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - ფონდი „ირმის ნახტომის“, "ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის", "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის", საგანმანათლელბო რესურსცენტრებისა და საქართველოს სკოლების პარტნიორობით. მისი მიზანს წარმოადგენდა

- სასწავლო პროცესის რეფორმირების ხელშეწყობა, საგაკვეთილო გარემოს გამრავალფეროვნება და ინტერდისციპლინარული და ICT ინტეგრირებული გაკვეთილების წახალისება;

- ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობა;

- ინოვაციურად/შემოქმედებითად მოაზროვნე მასწავლებლების გამოვლენა-წახალისება;

- მასწავლებელთა შორის საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება და პარტნიორული ქსელების ფორმირების ხელშეწყობა;

- საერთაშორისო გამოცდილებებისა და მიდგომების, ელექტრონული რესურსების, ინსტრუმენტების გაცნობა.

კონფერენცია იმართება 2008-2009 წწ საქართველოს სასკოლო ფორუმის ფარგლებში 

საქართველოს სასკოლო ფორუმი სენაკის №1 საჯარო სკოლიდან ორი გაკვეთილი გავიდა ნაციონალურ ეტაპზე:

1. სამყარო ხვეულებში,

2. ჩემი გარემო.